პროექტის სახელწოდება:
ექსკურსია ექვთიმე
თაყაიშვილის მუზეუმში
პროექტის მთავარი
იდეა (თემა):
ამ პროექტის მეშვეობით
მოსწავლეებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აამაღლებს მოსწავლეთა
მოტივაციას, იგი ჩაითვლება ერთ-ერთ სასწავლო ქმედებად.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ საზოგადო მოღვაწის
ცხოვრებაზე, გაეცნობიან მის წერილებს,
შეაფასებენ მის ღვაწლს,
შესაბამისად,
განუვითარდებათ კვლევის,
ინფორმაციის მოძიების,
დასკვნების გამოტანის
უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი:14-15
წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
4-5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
მუზეუმის დათვალიერებისას
მოსწავლეები გაეცნობიან საექსპოზიციო მასალებს, გადაიღებენ სურათებს სკოლის ფოტოალბომისათვის, მოაწყობენ შემოქმედებით საღამოს; რაც მთავარია, მიიღებენ
ზნეობრივ მაგალითს.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
საფეხური 1. აქტივობა
1. რა იცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ?
(მოსწავლეები ერთმანეთს
უზიარებენ თავიანთ ცოდნას), ისინი გამოთქვამენ სურვილს, მოაწყონ ექსკურსია სოფელ ლიხაურში,
სადაც მოინახულებენ ექვთიმე
თაყაიშვილის მუზეუმს, ასევე ნახავენ მის ძეგლს,
მისი სახელობის სკოლას
(მუზეუმი,
სკოლა და ძეგლი ერთ ტერიტორიაზეა
განთავსებული).
საფეხური 2. აქტივობა
2. მოსწავლეებს ვავალებ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ მასალა ექვთიმე თაყაიშვილის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
აქტივობა 3. მოსწავლეები
ერთმანეთს აცნობენ მოძიებულ მასალას, აკეთებენ ანალიზს.
საფეხური 3. მუზეუმში
მისვლამდე, ტრანსპორტში, საუბრობენ დიდი ქართველის ღვაწლზე.
აქტივობა
4. მუზეუმში შესვლამდე ექვთიმე თაყაიშვილის
ძეგლთან აწყობენ ყვავილებს, იღებენ სურათებს, ვიდეოკამერით იღებენ სოფლის პეიზაჟს,
მუზეუმის ეზოს,
შემდეგ დიდი მოკრძალებით
ათვალიერებენ მუზეუმს, იხსენებენ ქართლოს კასრაძის ლექსს ექვთიმე თაყაიშვილზე,
ასევე ვაცნობ მათ პოეტ
ლადო სულაბერიძის პოემას საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე.
საფეხური 4. აქტივობა
5. მოსწავლეები გაკვეთილზე მსჯელობენ ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ,
აკეთებენ დასკვნებს,
ამზადებენ ფოტომასალას სკოლის ფოტოალბომისათვის, ამბობენ, რომ მიიღეს ზნეობრივი მაგალითი და სამომავლოდ სიამოვნებით
დაგეგმავენ ექსკურსიას სხვადასხვა სახლ-მუზეუმებში.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი):
ლიზა ლომჯარია.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
lizalomjaria.blogspot.com
No comments:
Post a Comment